18.ივნისი .2019 14:50

ტიკარაძე: ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება

views 1484
უკან

 ჯანდაცვის ახალი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.


„ჩვენთვის მნიშვნელოვნია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები. ასევე მთელი რიგი პრობლემებია დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან დაკავშირებით და შრომის უსაფრთხოება ჩვენთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არცერთი საკითხი და პრობლემა ყურადღების მიღმა არ დარჩეს და პერსპექტივაში რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას მივიღებთ“ - განმარტა ტიკარაძემ.


მან მადლობა გადაუხადა პრემიერს ნდობისთვის და დავით სერგეენკოს რეკომენდაციის გაწევისთვის.


ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს წარადგინა. ექს-მინისტრი დავით სერგეენკო პრემიერის მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა