14.მაისი.2019 16:00
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

"თიბისისთვის განსაკუთრებული ხელწერის მქონე სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას დავსვამთ"

"თიბისისთვის განსაკუთრებული ხელწერის მქონე სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას დავსვამთ"
„თიბისითვის განსაკუთრებული ხელწერის მქონე სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას დავსვამთ“ – „თიბისი დაზღვევა“ ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევით შემოდის და პირობას დებს, რომ შეთავაზებული ხარისხი ინოვაციური და მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული იქნება.

პროექტის პრეზენტაციაზე „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ ბიზნეს ინტერესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ინტერესი მხოლოდ მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზებაში იქნება.

„ჩვენს პროვაიდერებთან არ გვექნება ინტერესთა კონფლიქტი არცერთ შემთხვევაში. ხშირად მისვამენ ამ კითხვას იმ გაგებით, რომ ჩვენ არ ვფლობთ არცერთ კლინიკას, არცერთ პარტნიორს ბიზნეს ინტერესები არ გაგვაჩნია. გაგვაჩნია ინტერესი მხოლოდ იმ კუთხით, რომ მომხმარებელს ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ. მაღალი მოთხოვნები უნდა იყოს დაცული. სამაგიეროდ, ჩვენ მათთან თანამშრომლობით ძალიან გრძელვადიან და  ფინანსურადაც ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებს დავამყარებთ.

სექტემბერ-ოქტომბერში იქნება ახალი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც იქნება განსაკუთრებული და აქ „თიბისი ბანკის“ ხელწერა დაეტყობა, ამას ვპირდებით ბაზარს, თითოეულ ინდივიდს, თითოეულ დამსაქმებელს, რომ მაქსიმალურად გამორჩეულ და თიბისისთვის განსაკუთრებული ხელწერის მქონე სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას დავსვამთ“, - აღნიშნა ღაძაძემ.

ჯანმრთელობის დაზღვევის დროს შეცდომები არ მოსულა - ამ განაცხადით თიბისის დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. დაზღვეულებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, თიბისი დაზღვევა აქცენტს გრძელვადიან თანამშრომლობაზე აკეთებს როგორც - დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამდიცინო დაწესებულებებთან.

ამ დროისთვის მას ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე პარტნიორი ჰყავს, რომელთა შორის არის „ევექსი“, „ჯეო ჰოსიტალსი“, „მედიქლაბი“, „ინოვა“ და ა.შ.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

18.აგვისტო.2019 20:05
137

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 19:00
156

BDO კიბერუსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვრცლად
18.აგვისტო.2019 18:00
225

"ანაკლიაში ტურისტების უმეტესობა რუსეთიდან და სომხეთიდანაა"

ვრცლად
18.აგვისტო.2019 17:10
178

3 ფაქტორი, რამაც შეიძლება FDI-ის მოზიდვას ხელი შეუწყოს - დეპუტატის მოსაზრება

ვრცლად
18.აგვისტო.2019 16:15
191

„ჯორჯიან ეარვეისი“: ვფიქრობდით, რომ წელს უფრო მეტ შემოსავალს მივიღებდით

ვრცლად
18.აგვისტო.2019 15:20
203

7 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი 21%-ით გაიზარდა, მათ შორის რუსეთიდან - 139%-ით

ვრცლად