15.ივნისი .2019 12:36

"თიბისის" და "ლიბერთის" კლიენტები ერთმანეთის ბანკომატებში ფულს იდენტური პირობებით ვეღარ გაანაღდებენ

views 1076
უკან

დღეიდან, „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატებში TBC-ის ბარათებით თანხის განაღდების საკომისიო გახდება 0.7%, მინიმუმ 30 თეთრი - ამის შესახებ ინფორმაცია sms-შეტყობინების სახით „თიბისის“ მომხმარებლებს მიუვიდათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ „თიბისის“ კლიენტები „TBC ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატებში ფულს იდენტური პირობებით ვერ გაანაღდებს და - პირიქით.
დამატებითი კომენტარი „თიბისი ბანკში“, ჯერჯერობით, არ კეთდება.

„თიბისის“ ინფორმაციითვე, მომხმარებლების მეტი კომფორტისთვის TBC-ის ქსელში 75 ბანკომატი დაემატა.

ამასთან, უცვლელი დარჩა თანხის განაღდების საკომისიო TBC-ის სხვა პარტნიორი ბანკების ბანკომატებში; კერძოდ, „ვითიბი ბანკში“, „ბაზის ბანკსა“ და „ხალიკ ბანკში“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა