მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის $300 მილიონის ობლიგაციები ირლანდიის და საქართველოს ბირჟებზე განთავსდება

5d01f14b1db7a
თელარა გელანტია
13.06.19 10:45
1352
თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს.

როგორც bm.ge-ის თიბისიდან აცნობეს, თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5-წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს.
აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა.

„თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში. ევრო ობლიგაციების ადგილობრივი განთავსება ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია - თიბისი კაპიტალთან ერთად. Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიულ მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებს წარმოადგენენ.