მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი ბანკმა" ResponsAbility Investments-ისგან $10 მლნ-ის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

5d3576bcefa5b
თელარა გელანტია
22.07.19 12:40
1086
თიბისი ბანკმა და ResponsAbility Investments-მა ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას.

ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

„თიბისი ბანკი ResponsAbility Investments-თან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ეს ჩვენ მიერ განხორციელებული უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რაც მხარეებს შორის ნაყოფიერი და წარმატებული პარტნიორობის დასტურია. მოზიდული ფინანსური რესურსი თიბისი ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში წამყვანი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის: ResponsAbility Investments-ი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ინვესტიციების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ის 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს, რაც კერძო სესხებითა და კაპიტალით 90 ქვეყანაში ინკლუზიური ბიზნესმოდელის მქონე 540 კომპანიის ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება.

ResponsAbility Investments-ი 2003 წელს დაარსდა და მისი მთავარი ოფისი ციურიხში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივი ოფისები განთავსებულია ბანგკოკში, ჟენევაში, ჰონგკონგში, ლუქსემბურგში, მუმბაიში, ნაირობიში, ოსლოსა და პარიზში.