მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი ჰყავს

5d35b778bf558
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.19 17:08
2023

საქართველოს უმსხვილესმა ბანკმა მის სამეთვალყურეო საბჭოში მომხდარი გადაადგილების შესახებ გაავრცელა განცხადება. ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ბანკის ბორდს არნე ბერგრენი შეემატა. 

ბიოგრაფიის მიხედვით, ბერგრენი ამავდროულად, კვიპროსული ბანკის Piraeus Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოშიც არის. წარსულში ბერგრენი თურქული საინვესტიციო ბანკის LBT Varlik Yonetim-ის და სლოვენური საინვესტიციო ბანკის DUBT Ltd-ის ბორდის წევრი იყო. ბორდის ახალი წევრი წარსულში IMF-სა და მსოფლიო ბანკშიც მუშაობდა. 

ამ დროისთვის, თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასე გამოიყურება: 

თავმჯდომარე - იურკი კოსკელო;
წევრი - ცირა კემულარია;
წევრი - მარია ლუიზა ჩიკონიანი;
წევრი - ნიკოლას დომინიკ ჰააგი;
წევრი - ნიკოლოზ ენუქიძე.

სამეთვალყურეო საბჭო 2019 წლის დასაწყისში დატოვეს ბანკის დამფუძნებელმა პარტნიორებმა და ბორდის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. ისინი ამ დროისთვის საქმიანობას თიბისი ბანკის მშობელ კომპანიაში TBC Bank PLC-ში განაგრძობენ.