13.ივნისი.2019 10:38
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

თიბისი  300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

"თიბისი" აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5-წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს.

როგორც bm.ge-ის თიბისიდან აცნობეს, აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა.

თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში. ევრო ობლიგაციების ადგილობრივი განთავსება ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს უმსხვილესი ბანკი, პირველად, თიბისის ისტორიაში ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე განთავსებას განახორციელებს. თიბისის მიერ მოზიდული 300 მილიონი აშშ დოლარი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მზარდ ტემპს", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია - თიბისი კაპიტალთან ერთად.

Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიულ მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებს წარმოადგენენ.


ავტორი: თელარა გელანტია

18.ივნისი.2019 23:19
373

ნათია თურნავა „ეიპიემ ტერმინალსზე“: დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით არ ვისაუბრებთ

ვრცლად
18.ივნისი.2019 23:07
352

თურნავა ქობულიას საპასუხოდ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის კომერციულ მომგებიანობას კვლევები ადასტურებს

ვრცლად
18.ივნისი.2019 21:10
1196

მსოფლიო ბანკი-ინვესტიციების შემცირებაზე: “საქართველო კუნძული არ არის”

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:20
332

“წიაღის სექტორში რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს”

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:17
286

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა

ვრცლად
18.ივნისი.2019 19:44
372

„საკითხი დავსვი არაერთხელ“, - რატომ აკრიტიკებს ირაკლი კოვზანაძე საბიუჯეტო ოფისს

ვრცლად