11.ივლისი.2019 13:03
ეკონომიკა

TI: საპარტნიორო ფონდს კანონით უნდა აეკრძალოს ოფშორული კომპანიების დაფინანსება

TI: საპარტნიორო ფონდს კანონით უნდა აეკრძალოს ოფშორული კომპანიების დაფინანსება
დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფოს კუთვნილი საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. ორგანიზაციის მიმოხილვის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდს ოფშორულ კომპანიებში ინვესტირება შეეზღუდოს. 

ფონდის საქმიანობის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საპარტნიორო ფონდის საქმიანობაში გამჭვირვალობის პრობლემებია. გამჭვირვალობა აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის - წინანდალის სასტუმრო რედისონისთვის ფონდმა ინვესტიცია ოფშორულ კომპანია Silk Road Group S.A.-ში ჩადო. 

"ამ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „სილქ როუდ“ ჯგუფია (Silk Road Group S.A.), რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილია. „სილქ როუდ“ ჯგუფი ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა," - წერია ანგარიშში. 

"ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი რეგულაციები უნდა იქნას შემოღებული. კერძოდ, უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი," - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიმოხილვაში. 

პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც „ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია.

2014-2017 წლებში „ფონდის” აქტივები 16%-ით გაიზარდა, კაპიტალი კი, 13%-ით შემცირდა. 2017 წელი „ფონდმა” 482 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2014-2017 წლების ჯამური ზარალი კი 528 მლნ ლარი იყო. 2017 წლის ზარალით დასრულება „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურების ხარჯმა - 633 მლნ ლარმა განაპირობა.

2017 წელს ფონდმა მის აქტივებში შემავალი კომპანიებიდან დივიდენდის სახით 27.3 მლნ ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს - 12.7 მლნ ლარი. „ფონდი” დივიდენდს მაშინ იღებს, როდესაც ბენეფიციარ კომპანიას მოგება რჩება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ფონდის ერთ-ერთი ბენეფიციარი ქართული ოცნების დეპუტატის, ილია წულაიას მიერ დაფუძნებული კომპანიაა. 

"საპარტნირო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის კიდევ ერთი ბენეფიციარი - შპს „იტონგ კავკასუსი“ პარლამენტის წევრთან - ივლიანე წულაიასთან არის დაკავშირებული. წულაია და მისი ბიზნეს პარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან. კერძოდ, მათ 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 700 000 ლარზე მეტი შესწირეს," - ნათქვამია მიმოხილვაში.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

23.ივლისი.2019 00:05
244

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
249

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
1338

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
265

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
794

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
396

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად