მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI: რუსეთიდან ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% - საჰაეროთი

5d0f9c532a0cc
BM.GE
23.06.19 19:30
2206
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ითვლის, რამდენად დაგვაზარალებს რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება?
ორგანიზაციის ცნობით, თუ დავუშვებთ ყველაზე რადიკალურ სცენარს, რომ ივლისიდან საქართველოში რუსი ვიზიტორი საერთოდ აღარ შემოვა, 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა დააახლოებით 8.3 მილიონი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე მეტია.

“რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% კი საჰაერო ტრანსპორტით.

2017 წელს ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 984 ლარი (400 დოლარი) დახარჯა საქართველოში.

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, თუ ტურისტთა ნაკადები სხვა გზებით არ ისარგებლებენ, 2019 წელს საქართველოს შემოსავალს ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით შეამცირებს”,- ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.