16.აპრილი .2016 12:52

The Economist: რუსეთის ცენტრალური ბანკი ტექნოკრატული პოლიტიკის მაგალითად რჩება

views 1204
უკან

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა The Economist რუსეთის ბანკის ხელმძღვანელს ელვირა ნაბიულინს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის “მარჯვენა ხელი” უწოდა.
 
"რუსეთში ეკონომიკის ზრდა ბევრი წლის განმავლობაში შენარჩნებული იყო კორუფციის ხარჯზე, ბოლო დროს კი - დასავლეთის სანქციების, დაბალი ფასების ნავთობზე, გაზზე და მთავარ საექსპორტო პროდუქტზე. ამის მიუხედავად, რუსეთის ცენტრალური ბანკი ტექნოკრატული პოლიტიკის მაგალითად რჩება. მას შემდეგ რაც ნაბიულინა ბანკს სათავეში ჩაუდგა 2013 წელს, რუსეთის ბანკმა ქვეყნის ეკონომიკა ბევრი უსიამოვნებისგან დაიხსნა" - წერს გამოცემა.

ცენტრალურ ბანკში მუშაობამდე ელვირა ნაბიულინა პრეზიდენტის თანაშემწე იყო, მანამდე ეკონომიკის მინისტრი. ნაბილინას სამუშაო გამოცდილებაშია ასევე ევრაზიული სარეიტინგო სამსახურის დირექტორობა.