მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla გერმანიაში ქარხანას გახსნის

5d5ecdff99331
მიხეილ ხაჩიძე
23.08.19 11:20
826
გერმანიის ფედერალური მხარის ქვემო საქსონიის მთავრობა იმედოვნებს, რომ ელექტრონული მანქანის მწარმოებელი კომპანია Tesla მალე რეგიონში ქარხანს ააშენებს. როგორც ჰანოვერში, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამერიკულმა კომპანიამ ევროპული ქარხნისთვის სწორედ გერმანია შეარჩია და ფაბრიკისთვის შესაბამის ტერიტორიას ეძებენ.

როგორც ქვემო საქსონიის მინისტრი განმარტავს, ან დროისთვის, პოტენციურად რამდენიმე ტერიტორიაა შერჩეული, თუმცა ჯერ დეტალების გამხელისგან თავს იკავებენ.

"მოხარული ვიქნები, ამერიკული კომპანიის საქსონიის მიწაზე შემოსვლით, ეს ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს და პოზიტიურად აისახება ორივე მხარეზე", - აღნიშნა ბერნდ ალთჰუსმანმა.

"Hannoverschen Allgemeinen Zeitung"-ის თანახმად, ამერიკული კონცერნი ფაბრიკას სავარაუდოდ, ქალაქ ემდენში ააშენებს, აღნიშნულ ქალაქში 2018 წლიდან ელექტრომობილების ბატარიების მწარმოებელი კომპანიებიც ფუნქციონირებენ.

როდის მიიღებს Tesla-ს შეფი ილონ მასკი ქარხნის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას, ეს ამ ეტაპისთვის უცნობი რჩება.