მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

5cbf3e583891d
ლევან თაღიაშვილი
24.04.19 00:30
653
New York Times-ის მიხედვით, ილონ მასკს საკმაოდ საინტერესო შეთავაზება აქვს მსოფლიოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ანტრეპრენიორის რამდენიმე დაპირება შეუსრულებელი დარჩა, მაინც საინტერესოდ ჟღერს თვითმართვადი ტაქსების იდეა, რომლის გამოშვებასაც კომპანია Tesla 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

როგორც NY Times წერს, ამაზე ილონ მასკმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა და აღნიშნა, რომ კომპანიის ავტომობილები შეძლებენ უსაფრთხოდ იარონ გზებზე, რაც მათ საშუალებას აძლევთ პროექტ „Robo Taxi“-ზე იმუშაონ და ახალი სერვისი შესთავაზონ მომხმარებლებს.

"დარწმუნებული ვარ, მომავალში ადამიანებს აღარ მოუნდებათ სხვის ავტომობილში ჩაჯდომა, რადგან ეს ნაკლებად უსაფრთხო იქნება" - აღნიშნავს მილიარდერი. მის საპასუხოდ უამრავი ექსპერტი ამბობს, რომ მასკი ზედმეტად ოპტიმისტია და თვითმართვადი ავტომობილების ფართოდ გამოყენება მინიმუმ რამდენიმე წელი ვერ მოხდება.

კრიტიკოსების თქმით, ანტრეპრენიორი 2 წლის წინ ამბობდა, რომ 2018 წელს კომპანია 500 000 ავტომობილს გამოუშვებდა და სინამდვილეში მხოლოდ ნახევრის წარმოება შეძლო. ასევე საუბარი იყო Tesla Model 3-ზე, რომელიც მასკს კვირაში 10 000 ცალი უნდა გამოეშვა, რაც ასევე შეუსრულებელი დარჩა.

მილიადერი ამბობს, რომ კომპანიამ შექმნა უსწრაფესი კომპიუტერი, რომელსაც თვითმართვად ავტომობილებში იყენებს და წამში 144 ტრილიონ ოპერაციას ასრულებს.