მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერეზა მეი გადადგა

5ce7b79bf129e
BM.GE
24.05.19 13:19
2403
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გადადგა.

მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. 

არსებული ინფორმაციის მიხედვით, მეი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს 7 ივნისს დატოვებს. 

"მე როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი თანამდებობას დავტოვებ 7 ივნისს.  ეს საკითხი პარტიის უკვე შევათანხმე თავმჯდომარესთან, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყოს,"- განაცხადა მეიმ. 

მეი მინისტრთა კაბინეტს გასული სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი წინამორბედი დევიდ კამერონი ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე გადადგა, რის შემდეგაც კონსერვატიულმა პარტიამ პრემიერის პოსტზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი წარადგინა. 

მეის მთავარი ამოცანა გასული წლების განმავლობაში რეფერენდუმის შედეგების აღსრულება და ევროკავშირთან მოლაპარაკება იყო.

22 მაისს, მეი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას დასთანხმდა. 

როგორც ტერეზა მეიმ განაცხადა, ბრიტანელი დეპუტატები ევროკავშირის შემადგენლობიდან ქვეყნის გასვლის საკითხთან დაკავშირებით, მეორე რეფერენდუმის გამართვაზე უფლებას მიიღებენ, თუმცა ამისთვის მათ ბრექსიტის პირობების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების დამტკიცება მოუწევთ. 

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა; მაშინ საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გამოკითხულთა 51,9%-მა ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირა. 

შეგახსენებთ, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს შეთანხმების საფუძველზე, Brexit-ის პროცესი 31 ოქტომბრამდე გადაიდო.