მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას დასთანხმდა

5ce55451a441f
მიშა ხაჩიძე
22.05.19 21:15
679
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას დასთანხმდა.

როგორც ტერეზა მეიმ განაცხადა, ბრიტანელი დეპუტატები ევროკავშირის შემადგენლობიდან ქვეყნის გასვლის საკითხთან დაკავშირებით, მეორე რეფერენდუმის გამართვაზე უფლებას მიიღებენ, თუმცა ამისთვის მათ ბრექსიტის პირობების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების დამტკიცება მოუწევთ.

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა; მაშინ საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გამოკითხულთა 51,9%-მა ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს შეთანხმების საფუძველზე, Brexit-ის პროცესი 31 ოქტომბრამდე გადაიდო.