24.მაისი .2019 00:20

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

views 452
უკან

იაპონურმა კომპანია Panasonic-მა ჩინურ გიგანტ Huawei-ს, აშშ-ის აკრძალვის გამო, ტრანზაქციები შეუჩერა.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, შეზღუდვა დაწესდება იმ პროდუქციაზე, რომელში გამოყენებული მასალის 25%-ი აშშ-ში დამზადებულია.

"ჩვენ ვწყვეტთ ყველა სახის ბიზნეს ტრანზაქციას Huawei-სთან და მის 68 ქვე-კომპანიასთან. ეს არის შტატების მთავრობის აკრძალვის საპასუხო ქმედება ჩვენი მხრიდან", - განაცხადა Panasonic-ის პრეს-ატაშემ ჯოე ფლინმა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, Huawei-ს შეზღუდვები გაერთიანებულ სამეფოშიც დაუწესეს. ბრიტანეთის მსხვილი მობილური ოპერატორები EE და Vodafone სწრაფი ინტერნეტის 5G შეთავაზებიდან ჩინური კომპანიის მობილურებს ამოიღებენ.

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ლიდერმა დონალ ტრამპმა ჩინური კომპანია ე.წ. შავ სიაში 15 მაისის განკარგულებით შეიყვანა, რის გამოც, რამდენიმე დღეში Google-მა Huawei-ს ლიცენზია შეუჩერა.

20 მაისს კი, შტატების გაყიდვების დეპარტამენტმა Huawei-ს ლიცენზია 3 თვით, 19 აგვისტომდე გადაუვადა, რათა არსებული ტექნიკური სამუშაოები დაასრულოს.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ეჭვობს, რომ ჩინური ტექნოგიგანტის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა ჯაშუშური საქმიანობისთvის იყენებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა