01.მარტი .2016 13:38

თენგიზ შერგელაშვილი: ტყიბულის საკითხის მთის კანონთან დაკავშირება ცოტა გაზვიადებული იყო

views 1301
უკან

"ტყიბულის საკითხის მთის კანონთან დაკავშირება ცოტა გაზვიადებული იყო", - აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილმა, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, მაღარეოლების საკითხი, გაცილებით ფართე თემაა, რომელც დამსაქმებელსა და დაქირავებულებს შორის არსებული პრობლემაა.
 
"1999 წლის კოდექსიდან მხოლოდ შემორჩენილი იყო ჩანაწერი, რომელიც დაკავშრებულია იმ დასაქმებულებზე რომლებსაც ყავთ რამდენიმე შვილი.

რაც შეეხება სტატუსის თემას, - 1999 წლის კანონის მთავარი ნაკლი იყო ის, რომ მასში ხშირ შემთხვევაში, დასახლებები შეტანილი იყო ჩვეულებრივი ლობირების საფუძველზე. ჩვენ სიაში შევიტანეთ 360 ახალი დასახლება, 160 დასახლებაზე კი მიმდინარეობს მუშაობა. რა დააშავეს ამ სოფლებმა რომლებსაც არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროს არ ყავდათ ლობისტი ან მაჟორიტარი ვინც შეიტანდა სიაში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტების მხრიდან ამ დროისთვი 400-მდე დასახლებაზეა შუამდგომლობა დაყენებული, რომელთა შესწავლაც ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა