05.თებერვალი .2016 15:23

თემურ ქარჩავა ანაკლიის პორტის ინტერესთა გამოხატვის დახურვას და მის ახლიდან გამოცხადებას ითხოვს

views 3291
უკან

ბიზნესმენი თემურ ქარჩავა, რომელიც ჩინურ კონსორციუმთან ერთად, ანაკლიის პორტის ტენდერში მონაწილეობს, ინტერესთა გამოხატვის დახურვას და მის ხელახლა გამოცხადებას ითხოვს. როგორც ქარჩავამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, პროექტზე ისეთი პირობები უნდა იყოს წარდგენილი, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მის დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

"ვერც მამუკა ხაზარაძე, ვერც ამერიკელები და ვერც ჩემი ჩინელი პარტნიორები ვერ შეძლებენ მუშაობას. საქართველოს მთავრობამ მოიწვია საერთაშრისო ექსპერტები და კონსულტანტები სახელშეკრულებლო პირობების ჩამოსაყალიბებლად. ეს პირობები საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტების მიერ უნდა იყოს მიღებული, რათა პროექტი დაფინანსებადი გახდეს.

შეუძლებელია ამ პროექტის სრული ანალიზი ერთ წელიწადში მოხდეს. მე ვერავინ დამარწმუნებს, იმაში რომ მსოფლიოში არსებობს კომპანია, რომელიც პორტის მუშაობის პროგრამას ამ დროში წარმოადგენს.

დღევანდელი გამოცხადებული გამარჯვებული, ვინც არ უნდა იყოს ის, ამ პირობებს ვერ შეასრულებს. არც ერთი ინვესტორი თავის ჯიბიდან არ ამოიღებს და არ ჩადებს ფულს.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ჩვენი კონსორციუმი, მუდმივ კომუნიკაციაშია სახელმწიფოსთან. ეს ინტერესთა გამოხატვა უნდა დაიხუროს და გამოცხადდეს ახალი", - განაცხადა ქარჩავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა