09.მარტი .2016 18:31

თემურ მაისურაძემ საკუთარი ბიზნესგეგმები საპარტნიორო ფონდს წარუდგინა

views 1055
უკან

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძემ საკუთარ პროექტებთან დაკავშირებით ბიზნესგეგმები საპარტნიორო ფონდს წარუდგინა.
 
როგორც დეპუტატმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, იგი ფონდისგან ამ პროექტების განხილვას ელოდება.

საქმე ეხება რკინიგზის ისრული გადამყვანების, ბუნებრივი აირისა და წყლის ავარიული ჩამკეტების, ასევე თბოსაიზოლაციო მასალა - თერმიზოლიტის წარმოებას, რომელთა გამომგონებელი თემურ მაისურაძეა.

"ველოდები საპარტნიორო ფონდის რეაქციას. მოგეხსენებათ, რომ მე კანონი მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის უფლებას მაძლევს. მე ამ გამოგონებების პატენტების მეპატრონე ვარ, შესაბამისად ჩემი ინტელექტუალური პროდუქტების გამოყენების უფლების გაყიდვა, ან სხვა კომპანიისთვის გამოყენების უფლებით გადაცემა შემიძლია", - განაცხადა მაისურაძემ.

ამ ეტაპზე დეპუტატმა არ იცის, რა თანხით შეაფასებს საკუთარ ინტელექტუალურ საკუთრებას.

"საქართველოში სამწუხაროდ, შემფასებელი ინსტიტუტები არ არის და კარგი იქნება, თუ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ამას დანერგავს. როგორც ვიცი, ისინი ასეთი შეფასების სისტემის დანერგვას აპირებენ", - აღნიშნა მაისურაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა