მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ მაისურაძე: ტენდერების დროს კომპანიები თაღლითობენ

57205c0fc8af5
ელენე გოგბერაშვილი
27.04.16 10:18
1218
დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე "ბიზნესკონტაქტთან" სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს. თემურ მაისურაძის თქმით, ტენდერებში მონაწილე კომპანიები პროექტებს უხარისხოდ ასრულებენ, რაზეც შემსყიდველი ორგანიზაციები თვალებს ხუჭავენ.
 
"ტენდერები დაჩქარდა, მაგრამ მიღება-ჩაბარება როგორ ხდება ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ყველა ობიექტზე, რომელიც ბარდება, მაქვს ხარისხთან და შესრულებასთან დაკავშირებით კითხვები. ამოშიგნულია გზები; თვალსაჩინოთ უხარისხოა. ეს ყველაფერი ხდება მიღება-ჩაბარების დროს თვალების მოჭუტვით. კომპანიები წლების მანძილზე თაღლითობდნენ ტენდერების დროს. ყოველთვის ხდებოდა გარიგებები . ხარვეზები რატომღაც ვერავინ დაინახა, ან ვერ დაინახა, უფრო ვერ დაინახა, არამგონია ტექნიკურ პერსონალს ასეთი ხარვეზები ეპარებოდეს", - აცხადებს თემურ მაისურაძე.