16.აპრილი.2016 15:33
ეკონომიკა

თემურ გოჩიტაშვილი: საქართველოში პირველი გაზსაცავი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას მოემსახურება

თემურ გოჩიტაშვილი: საქართველოში პირველი გაზსაცავი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას მოემსახურება
სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავი აშენდება. საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი დასრულებულია.

გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს. გაზსაცავის მშენებლობას სტრატეგიულად მნიშვნელოვანს უწოდებს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თემურ გოჩიტაშვილი. მისი თქმით, გაზსაცავის საქართველოს მთლიანი მომხრების დაახლოებით, 10-15%-ის დარეზერვებას შეძლებს. 
 
"გაზსაცავი საქართველოს კეთილდღეობას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მოემსახურება. სტატუსი შემდეგია: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგად დადგინდა, რომ სამგორის სამხრეთის საბადოს ბაზაზე შეიძლება ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა. ის პირობები დადგენილია, რომელიც მის ეკონომიკურ მიმზიდველობას უზრუნველყოფს.
 
შესაძლებლობა იქმნება სტრატეგიული რეზერვი შეიქმნას 210-დან 280 მილიონ კუბურ მეტრამდე. ეს ჩვენი მოხმარების 10-15 პროცენტს შორის არის, იმიტომ რომ ეს მოცულობა განსზღვრულია 2030-2040 წლამდე მოხმარებისთვის და ამიტომ იმ პერიოდისთვის ეს 10-დან 15 პროცენტამდე იქნება.
 
პროექტზე ფრანგული კომპანია მუშაობდა, რომელიც ამ დარგში მსოფლიოში ცნობილია. კომპანიამ შემოგვთავაზა რომ უშუალოდ საფინალო ინვესტიციის გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი სამუშაო ჩატარდეს. ეს იქნება ე.წ. წინა საინჟინრო დიზაინის პირველი საფეხური, რომელიც საშუალებას მოგვცემს ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრების ოპტიმიზაცია მოვახდინოთ და ოპერირების უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკი მინიმუმამდე შევამციროთ. შემდგომი ეტაპი კი უშუალოდ მშენებლობის დაწყება იქნება. დასრულების სამიზნე ვადა არის 2020 წლის მეორე ნახევარი", - განუცხადა გოჩიტაშვილმა "ბიზნესკონტაქტს". 

16.ივლისი.2019 20:44
59

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:50
74

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯა

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:10
126

BAT „თბილისის თამბაქოს“ პასუხობს

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:00
149

დიღომში ახალი სპორტის სასახლე აშენდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:32
156

„ჯორჯიან ეარვეისი“: მოსალოდნელ მგზავრთა 40%-მა ბილეთები უკან დააბრუნა

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:21
58

"მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში"

ვრცლად