08.აპრილი .2016 13:39

თემურ ჭყონია: ბიზნესი მაშინ აგონდებათ, როდესაც ბიუჯეტში შემოსავლები უჭირთ

views 1229
უკან

"საქართველოში ბიზნესი იმდენად კარგად ვითარდება, რომ ბიუჯეტის შევსებაში პრობლემა აღარ აქვთ", - განაცხადა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში, თემურ ჭყონიამ. მისი თქმით, ბიზნესის ხელშემწყობი კანონების მიღებას, წლების განმავლობაში ის ფაქტი აფერხებდა, რომ ბიზნესმენები გახდნენ პოლიტიკოსები.
 
"ბიზნესი აგონდებათ მაშინ, როდესაც ბიუჯეტში შემოსავლები უჭირთ, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოში ბიზნესი იმდენად კარგად და წესიერად ვითარდება და იმდენად კარგი ბიზნესმენები ჩამოყალიბდნენ, რომ ბიზნესის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაში პრობლემები აღარ აქვთ, რაც ხშირად უთქვამთ როგორც ფინანსთა მინისტრს, ასევე სხვა პირებს.

ბიზნესმენები რომლებიც 8-10 წელია ვითომ პოლიტიკაში არიან, არ არიან კლასიკური გაგებით ის ბიზნესმენები ვინც საქართველოში არიან.

ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მიდის და მეორე დღეს ამბობს, რომ მე მოვედი პოლიტიკაში, ის არც ბიზნესმენია და არც პოლიტიკოსი", - განაცხადა ჭყონიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა