12.ივნისი.2019 12:30
საზოგადოება

თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელმაც ტერიტორიის განვითარების პერსპექტივა განსაზღვრა.

„რა თქმა უნდა, არსებული პარკების მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია, მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ქალაქში უნდა აშენდეს ახალი საქალაქო პარკები, რაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის რჩევაც იყო. თემქის ხევში, რომელიც 20 ჰექტარზეა გადაჭიმული, ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა, უკვე გვაქვს გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის დასკვნები და ეს ადგილი განისაზღვრა იმისთვის, რომ აქ ავაშენოთ ახალი საქალაქო პარკი. ეს მართლაც ულამაზესი ადგილია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ძალიან მაგარი პარკი გამოვა - მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საფეხმავლო და ველობილიკებით, დასასვენებელი ადგილებით, საბავშვო სივრცეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კონკურსზე წინადადებების წარდგენა 17 ივნისს დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 413 000 ათას ლარს შეადგენს.

25.აგვისტო.2019 20:25
3398

"ადამიანებს არ ვამოწმებ, სამსახურში რომელ საათზე მოდიან" - როგორ აფასებს ჭყონია საკუთარ მართვის სტილს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:45
97

სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:34
726

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 15:05
75

ყვარლის რაიონში, ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:10
147

ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:50
440

კახეთში მეღვინეების ნაწილი ყურძნის სუბსიდირებას ითხოვს

ვრცლად