08.თებერვალი .2016 20:17

ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

views 1053
უკან

ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
 
"დღეს ტელეკომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ჰქონდა საშუალება შეხვედროდა გასაუბრებოდა და მოესმინა ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მაკა ასათიანის პოზიცია მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

გვსურს განვაცხადოთ მაესტროზე არსებული ყველა ტელეპროექტის სახელით, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემის და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას.

თანამშრომლები აგრძელებენ არხზე მუშაობას რომელიც დღეს სასამართლო დავის საგანია, თუმცა ვიდრე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, იმ შემთხვევაში, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბიმისი ცვლილებები არ ვგეგმავთ შპს სტუდია მაესტროს დირექტორის განკარგულებების შესრულებას. ასევე, ველით პასუხებს იმ მასალებზე და ფაქტებზე, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე მაესტყროს მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გააჟღერა წილის ნაყიდობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვემიჯნებით პროცესს, რომელმაც შეიძლება მაესტროს ეთერი დააზარალოს და შეუქმნას ტელეკომპანიის ფუქნციონირებას სერიოზული პრობლემები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა