04.თებერვალი.2016 13:27
საზოგადოება

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ
ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
 
"მაესტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ,რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც კომპანიის არსებობის არცერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მათ შორის არც ბაია გადაბაძის მმართველობისას. მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო - სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არცერთი მცდელობა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და „მაესტრო“ არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო", - ნათქვამია ტელეკომპანიის ჟურნალისტების განცხადებაში. 

19.ივლისი.2019 22:22
535

"რუსთავი 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის 3 მოთხოვნა ხალვაშთან

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:24
229

საგარეოს ინდოეთში საქართველოს ვიზების გაცემაში VFS Global-ი დაეხმარება

ვრცლად
19.ივლისი.2019 18:31
186

აშშ-ის სალეჩო: სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 17:35
89

თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ვრცლად
19.ივლისი.2019 17:26
87

ბათუმის "თიბისი გალერეა" გურამ წიბახაშვილის გამოფენას უმასპინძლებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 15:50
75

კახეთის გზატკეცილზე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

ვრცლად