25.აპრილი .2016 10:02

თელავის აეროპორტი "მიმინო" ოფიციალურად იხსნება

views 2488
უკან

დღეს, თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნება და მიენიჭება ქართველი მხედართმთავრის, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის სახელი.
 
ცერემონიას გახსნიან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საჩვენებელი ფრენები საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდების მეშვეობით.

ასევე, Piper Seneca-ს ტიპის 6 ადგილიანი თვითმფრინავით დაიწყება ჩარტერული რეისების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთაც.

თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გადიან. ამჟამად მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი. ახლო მომავალში კი, დაგეგმილია პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადება შვეულმფრენზე.

აეროპორტიდან შესაძლებელიასაქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.

დღეისათვის თელავის აეროპორტში დასაქმებულია 40 ადამიანი. მათ შორის 16 ადგილობრივი მაცხოვრებელია. დასაქმებულთა რიცხვი ახლო მომავალში კიდევ გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა