09.მარტი .2016 11:44

თებერვლის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 17.3 %-ით გაიზარდა

views 1228
უკან

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის თებერვლის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 17.3%- ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 53 213 ერთეული შეადგინა.
 
თებერვალი 2012-2015 წლების იმავე თვესთან შედარებით ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის თებერვალთან (32 251 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 65.0%-ით, 2013 წლის თებერვალთან (33 987 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 56.6%-ით, 2014 წლის თებერვალთან (38 751 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 37.3%-ით, 2015 წლის თებერვალთან (45 356 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 17.3%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 49.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (52.0%-ით), ისე მეორადი (48.7%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა