18.მარტი.2016 10:57
ეკონომიკა

თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა

თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა
თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 163 ლარი და 20 თეთრი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული ციფრი იანვართან შედარებით, 90 თეთრით შემცირებულია, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი 3 ლარით და 20 თეთრით გაზრდილი მაჩვენებელია.
 
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი თვეში 144,5 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით, 2,8 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 273 ლარია.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ორსულიანი ოჯახის ერთი თვის საარსებო მინიმუმი 231 ლარია, სამსულიანის 260 ლარი, ოთხსულიანის კი 289 ლარი. 325 ლარით განისაზღვრა ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, რაც იანვართან შედარებით 2 ლარით შემცირებული მაჩვენებელია. ექვსსულიანი და მეტი ოჯახის შემთხვევაში, საარსებო მინიმუმი 384 ლარია.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

22.ივლისი.2019 11:12
59

სამინისტრო: 6 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 673 მლნ ლარი მოხმარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:45
147

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალი 57%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:00
211

საქართველოსთვის ასათვისებელი ღვინის საექსპორტო ბაზრები

ვრცლად
21.ივლისი.2019 20:50
471

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:50
2936

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:15
694

"აწარმოე საქართველოს" შედეგები – რა მიიღო ქართულმა ეკონომიკამ?

ვრცლად