15.მარტი .2016 12:33

თებერვალში ფულადი გზავნილები 2,6 პროცენტით შემცირდა

views 1061
უკან

2016 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 198.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით (2.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი მოდიოდა.

ფულად გზავნილებში ყველაზე დიდი წილი რუსეთს უჭირავს. თებერვალში რუსეთიდან საქართველოში, 25 მილიონი დოლარი შემოვიდა. 8 მილიონი დოლარის ტრანსფერი განხორციელდა ამერიკიდან, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში, 11 პროცენტია. 9,3 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა საბერძნეთიდან, რაც მთლიან მოცულობაში 11,6 პროცენტია.

2016 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (39.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (30.5 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა