27.აპრილი.2016 11:07
ეკონომიკა

თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია მარტში 56.2%-ით შემცირდა

თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია მარტში 56.2%-ით შემცირდა
2016 წლის მარტში ელექტროენერგიის წარმოება შემცირებულია 9.5%-ით, რაც თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებამ გამოიწვია.
 
გალტ&თაგარტის ინფორმაციით, თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56.2%-ით არის შემცირებული.

შემცირების მთავარი მიზეზი თბილსრესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 98.7%-იანი შემცირება იყო. გარდა ამისა, მარტში გამორთული იყო მტკვარი ენერგეტიკის მე-9 ბლოკი, რომლის წარმოება 2015 წლის მარტში 172 გვტ/სთ-ს შეადგენდა. აღნიშნული გამოწვეულია იმით რომ მტკვარი ენერგეტიკას მფლობელი კომპანია, ინტერ რაო, მე-9 და მე-10 ბლოკების გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოსალოდნელია, რომ მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები დასრულდება, მე-9 ბლოკი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

შემცირებული წარმოების მიერ გამოწვეული ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე მოხდა. 2016 წლის მარტში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით იმპორტი 76.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მოხმარების 14.2% დააკმაყოფილა. აღსანიშნავია რომ ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება 17.2%-ით არის გაზრდილი წინა წლის მარტთან შედარებით, სეზონური და დერეგულირებული ჰეს-ების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდის ხარჯზე. დერეგულირებული ჰეს-ების წარმოება 41.0%-ით, ხოლო სეზონურების 26.5%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 5.7%-ით არის შემცირებული ენგურისა და ვარდნილის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა, არასახარბიელო კლიმატური პირობებისა და რეზერვუარში წყლის ნაკლებობის გამო.

27.მარტი.2019 00:29
346

სასტუმრო ღვინის კასრებში

ვრცლად
26.მარტი.2019 23:00
55

ნინო ზამბახიძე ქალთა გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ვრცლად
26.მარტი.2019 22:02
167

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზებისას ახალი რეგულაციები დაწესდება

ვრცლად
26.მარტი.2019 21:00
92

ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდეგ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას პარლამენტი იწყებს

ვრცლად
26.მარტი.2019 20:49
292

კითხვები და პასუხები - შერბილდება თუ არა საბანკო რეგულაციები?

ვრცლად
26.მარტი.2019 20:00
523

„$100 მილიონის მოზიდვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკას უდიდესი ნდობა აქვს“

ვრცლად