18.თებერვალი .2016 21:00

თბილისში შშმ პირებით დასაქმებულ სამკერვალო სალონში, პირველი შეკვეთა უკვე შესრულდა

views 1315
უკან

თბილისში, ადაპტირებულ სამკერვალო სალონში პირველი შეკვეთა უკვე შესრულდა. ადგილზე ამ ეტაპზე ორი შშმ პირია დასაქმებული, რომლებიც უმეტესად თეთრეულს, ჩანთებსა და შშმ პირებზე მორგებულ ტანსაცმელს კერავენ.
 
ადაპტირებული სამკერვალო სალონი, ასოციაცია "ანიკას" პროექტია, რომელმაც სალონის გასახსნელად დაფინანსება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის მეშვეობით მოიპოვა. ადგილზე გადამზადება 15-მა ბენეფიციარმა გაიარა, საბოლოოდ კი ორმა მათგანმა მუშაობა დაიწყო. გრანტის ფარგლებში მოხდა 5 საკერავი მანქანის შეძენა და ბენეფიციარების დატრენინგება.

"სამკერვალო ძალიან კარგი საშუალებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისთვის. სამსახური დღეს ისედაც ძნელი საშოვნელია, მითუმეტეს კი შშმ პირებისთვის. სწორედ ამიტომ ეს მათთვის ძალიან კარგი საშუალებაა", - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი მაია ჯულაყიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

საწარმომ პირველი დიდი შეკვეთა „SOS- ბავშვთა სოფელისგან" მიიღო. საწარმოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მორგებული ტანსაცმელიც იკერება.

"ეტლით მოსიარულეებს ძალიან უჭირთ მკერავთან მისვლა. ზედმეტი შეკიხვები და უცნაური გამოხედვები, - ჩვენთან მათ აბსოლუტურად მოხსნილი ექნებათ", - ამბობს მაია ჯულაყიძე. საწარმო ჯერ-ჯერობით მხოლოდ კერძო დაკვეთებზე მუშაობს, საქმიანობის გასაფართოვებლად კი სამკერვალო სალონს პედაგოგი ესაჭიროვება. "გვსურს რომ მოხდეს ტანსაცმლის შეკერვა მაღალ დონეზე და განვითარებისთვის ვეძებთ თანხებს. გვჭირდება დამატებითი დაფინანსება სამკერვალოს განვითარებასა და გაფართოებისთვის", - ამბობს მაია ჯულაყიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა