17.თებერვალი .2016 11:26

თბილისში მშენებლობებზე, კ2 კოეფიციენტის მომატებაზე დროებითი შეზღუდვა წესდება

views 1674
უკან

"კ2 კოეფიციენტის მომატება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი", - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიის სხდომაზე გახდა ცნობილი. განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია, უახლოეს მომავალში საკრებულოს წარედგინება.
 
"ერთ-ერთი მთავარი ცვლილება კ2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით დროებით შეზღუდვებს შეეხება, კერძოდ, ქალაქის ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, დაწესდება დროებითი შეზღუდვა კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით და კ2 კოეფიციენტის მომატება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი", - განმარტავენ მერიაში.

ამასთან, კოეფიციენტის მატებაზე გამკაცრდება გამონაკლისის დაშვების დასაბუთების წესიც, რაც შეამცირებს კ2 კოეფიციენტის მომატებაზე ნებართვების გაცემის ინტენსივობას.
გაიზრდება მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც და კ3 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება, როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ხელს შეუწყობს ქალაქში კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის გაჩენას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა