25.იანვარი.2016 19:34
ბიზნესი

თბილისში მიწათსარგებლობის გეგმის არსებობამდე, განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს

თბილისში მიწათსარგებლობის გეგმის არსებობამდე, განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობამდე, გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს, - შესაბამისი თხოვნით პრემიერმა თბილისის მერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმართა, რომელზეც თბილისის მერიის პროექტები განიხილეს.
 
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც ცნობილია, გენერალური გეგმის დასრულებას გარკვეული პერიოდი, დაახლოებით წელიწად-ნახევარი სჭირდება, გარდამავალ პერიოდში თამაშის წესების არარსებობა კი საზოგადოებაში შეშფოთების საგანია.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა განისაზღვროს წესები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეები გარდამავალ პერიოდში იმოქმედებენ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია, რათა თამაშის წესების არარსებობის პირობებში არ მოხდეს ისეთი ნებართვების გაცემა, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გარემოს, საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონას.

„გენერალური გეგმის არსებობამდე პერიოდი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანია. კერძო დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ ის, რომ მათ, შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ. მოსახლეობას ამ მიმართულებით განუკითხაობის მოლოდინი აქვს და ეს საკითხი მოკლე ვადებში უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მერიის პროექტების პორტფელის პრიორიტეტიზაცია და პროექტების შესრულების ვადები.

19.აპრილი.2019 20:00
234

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
369

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1012

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
402

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1114

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
271

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად