მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში დაანონსებული მასშტაბური პროექტი დასახელდა

569e1fd3823d7
BM.GE
19.01.16 15:35
2638
თბილისში დაანონსებული მასშტაბური პროექტი აღმაშენებლის გამზირისა და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გულისხმობს. როგორც დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განმარტა, აღნიშნული ტერიტორია ტურისტული მარშუტის ნაწილია და პროექტებზე სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს.
 
"გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ აღმაშენებლის გამზირისა და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაზე, რომელიც ტურისტული მარშუტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჩემი და პრემიერის და ჩემი მოსაზრებები არის იდენტური, რომ პროექტები დროში სწრაფად უნდა განვახორცილოთ და მეორეს მხრივ ამან ხარისხზე არ უნდა იქონიოს გავლენა.

რამოდენიმე პროექტის განხორციელება დაიწყება წელს და სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს, - ეს იქნება აღმაშენებლის გამზირის მეორე ეტაპის რეაბილიტაციის სამუშაოები, მშრალი ხიდის და მიმდებარე ტერიტორიების ჩათვლით", - განმარტა დავით ნარმანიამ.