13.ივნისი.2019 14:11
საზოგადოება

თბილისში ბეჰემოტ „ბეგის“ ქანდაკება 2020 წლის 13 ივნისს განთავსდება

თბილისში ბეჰემოტ „ბეგის“ ქანდაკება 2020 წლის 13 ივნისს განთავსდება

თბილისის მერიამ საზოგადოებას ბეჰემოტ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარუდგინა. ესკიზების გამოფენას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

როგორც ხუნწარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბეჰემოტის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

„საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ხნის განმავლობაში 14 პროექტი შემოვიდა. ორშაბათამდე არის ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ კონკრეტული შეფასება გააკეთოს და ორშაბათს გამარჯვებული ნამუშევარი გამოვლინდება. კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან.

სად განთავსდება ნამუშევარი კონკრეტული ლოკაცია შერჩეული არ არის, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დავდგათ. „ბეგის“ ქანდაკება თბილისში შემდეგ 13 ივნისს განთავსდება, რომელიც 13 ივნისის მთავარი ფიგურა გახდა",- განაცხადა ხუნწარიამ.

ძეგლის შესაძლო ვარიანტები:











 

 

 

 


19.ივნისი.2019 19:27
270

რა აფერხებს მეწარმეობის განვითარებას - სახელმწიფო მდივანი 3 მიზეზს ასახელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
2932

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
188

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:56
229

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 15:35
1864

როგორია ჯანდაცვის ახალი მინისტრის CV

ვრცლად
19.ივნისი.2019 15:25
288

ქართული სტარტაპი, რომელიც ქვეყანაში ინგლისურის ონლაინ-სწავლებაზე ზრუნავს

ვრცლად