19.მარტი .2016 10:28

თბილისში ახალი სასტუმრო "სითიავენიუ" გაიხსნა

views 1224
უკან

დავით აღმაშენებლის გამზირზე ახალი, მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა.
 
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სასტუმრო, სტრატეგიულად კარგ ადგილას მდებარეობს. აღმაშენებლის გამზირზე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქ თბილისის მერიის მიერ აღდგენითი სამუშაოები და შესაბამისად, ტურისტების ნაკადი აუცილებლად მოიმატებს, სასტუმრო კი იქნება წარმატებული. ეს გახლავთ ქალაქისთვის სერიოზული შენაძენი, არა მხოლოდ ამ ადგილის მოწესრიგების თვალსაზრისით, არამედ ადამიანების დასაქმების და ბიუჯეტში შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, რომ არაფერი ვთქვათ ინვესტიციებზე და ბევრ მნიშვნელოვან სიახლეზე, რაც როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით შეემატება ქალაქს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სასტუმრო "სითიავენიუ"-ში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი 37 ოთახია. სასტუმროს აქვს 50 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, კაფე-ბარი, ტერასა და პარკინგი.

პროექტი თურქული ინვესტიციით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 12 000 000 ლარია.

სასტუმრო "სითიავენიუში“ 20 ადამიანი დასაქმდება.

გახსნის ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა