01.თებერვალი .2016 13:41

თბილისში ახალი ავტობუსები სექტემბრიდან გამოჩნდება

views 2419
უკან

მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხს გამოიყენებს. მერიამ ახალი ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი გამოაცხადა. თბილისი მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ახალი ავტობუსების ნაწილი თბილისში სექტემბერში გამოჩნდება. გარდა ამისა, ლექვინაძის განცხადებით, რამდენიმე კომპანია თბილისში ავტობუსების ამწყობი საწარმოს მშენებლბით არის დაინტერესებული.
 
"ჩვენი განრიგის მიხედვით, ტენდერის გახსნა 9 მარტს უნდა მოხდეს. არის სპეციალური ფორმულა რის მიხედვითაც, მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. დაახლოებით სექტემბერში ველოდებით ნაწილს ამ ავტობუსებისას. ჩვენ დამატებით კიდევ გვჭირდება 800 ერთეული ავტობუსი. არის დაახლოებით 4-5 კომპანია, რომელიც გამოთქვამს სურვილს, თუ თბილისის მერიიდან დაფიქსირდება შესყიდვის სურვილი, მათ სურთ საქართველოში ავტობუსების ამწყობი საწარმოს მშენებლობა. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ინტერესთა გამოხატვაზე. ეს არის ჩეხური, ჰოლანდიური, უკრაინული და ჩინური კომპანიები", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა