30.აპრილი .2016 21:59

თბილისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ინტერკონტინენტალი" მომავალ წელს გაიხსნება

views 3393
უკან

თბილისში სასტუმრო "ინტერკონტინენტალის" მშენებლობა მომავალი წლის მარტში დასრულდება. სასტუმროში 210 ნომერი განთავსდება და ისინი 7 კატეგორიის იქნება, მათგან ერთ-ერთი კი საპრეზიდენტო ტიპის ნომერი იქნება. სასტუმროში ყველაზე მცირე ზომის ნომერი 37 კვადრატული მეტრის იქნება.
 
სასტუმრო ინტერკონტინენტალ თბილისის მშენებლობისთვის, საქართველოს ბანკმა, Adjara group Hospitality-მ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 24 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

პროექტის საერთო ღირებულება კი 53 მილიონი დოლარია. როგორც "აჭარა ჯგუფში" "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, სასტუმროში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ასევე ღია კაფეები და დახურული საცურაო აუზი.

"აჭარა ჯგუფის" მფლობელობაში ამ ეტაპზე „რუმს ჰოთელ თბილისი“, "რუმს ყაზბეგი“ და სასტუმრო "ჰოლიდეი ინი" შედის. გარდა ამისა, კომპანია ბათუმში 140 ნომრიანი სასტუმრო Crown Plaza-ს მშენებლობას ახორციელებს, რომლის გახსნაც "ინტერკონტინენტალის" მშენებლობის დასრულების შემდეგ იგეგმება.