20.აპრილი .2016 13:38

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის ფრენებზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

views 970
უკან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იწვევს ყველა დაინტერესებულ ავიაკომპანიას, რომ გამოხატონ ინტერესი რეგულარული ავიარეისების შესრულების თაობაზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.
 
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დაინტერესებულია გააფორმოს შესყიდვის ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც მზად იქნება განახორციელოს შიდა ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის ან ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა