მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა

5c99dfc79dae3
თელარა გელანტია
26.03.19 12:53
731
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია „ტავ ჯორჯიადან“ აცნობეს.

საუბარია, ქალაქების ლათინური ასოებით ტრანსკრიფციაზე ( https://www.facebook.com/tavgeorgia/photos/a.133289213435214/2001065133324270/?type=3&theater   ).

დასახელებები უკვე შეიცვალა როგორც ტაბლოზე, ასევე ვებ-გვერდზეც: Kiev-ის ნაცვლად Kyiv იწერება, Kharkov-ის ნაცვლად Kharkiv, Lvov-ის ნაცვლად Lviv-ი, ხოლო Odess-ას ნაცვლად Odesa.

აღნიშნული ცვლილება განხორციელდა TAV Airports-ის მმართვად ყველა აეროპორტში (იხ.ლინკი https://lb.ua/world/2019/03/20/422506_aeroporti_stambula_buharesta.html?fbclid=IwAR3kZaUryWOe1a54Jlga0krqrdT8vZalL2zbKOg4QEhQCtzaubmRtv0fHSQ  )
უკრანული მხარის განმარტებით, აქამდე ქალაქების სახელების ლათინურად წერისას ზოგიერთი ქალაქის დაწერა რუსული ტრანსკრიფციით ხდებოდა, რაც ყველა ოფიციალური არხით ჩასწორდა.

2018 წლის ოქტომბერში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტრატეგიული კომუნკაციების ცენტრ StratCom Ukraine-თან ერთად დაიწყო ონლაინკამპანია #CorrectUA, რომლის მიზანიც უკრაინის ქალაქებისა და მათ შორის, დედაქალაქის სახელის ლათინური ასოებით წერის პოპულარიზაციას ისახავდა – #KyivNotKiev, #KharkivNotKharkov, #LvivNotLvov, #OdesaNotOdess.