მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

5d5abe370e6d9
BM.GE
19.08.19 18:02
655

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას კომისია ავრცელებს.

"გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევის გამო, სამართალდამრღვევად სცნო. საქმე ხელახლა განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც თბილისის სააპელაციო სასამრთლომ დაადგინა, რომ კომუნიკაციების კომისიამ „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ მიმართ სამართალდარღვევის ოქმი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების საფუძველზე შეადგინა.

საქმე ეხება 2019 წლის 17 მაისს საინფორმაციო სააგენტო Reginfo.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შესახებ. წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული მასალის გამოქვეყნებით ორგანიზაციის მხრიდან დაირღვა საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლი, რის საფუძველზეც კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონულმასასამართლომ 2019 წლის 31 მაისის დადგენილებით „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ მიმართ კომისიის მიერ შედგენილი ოქმი არ გაითვალისწინა და სააგენტო redinfo.ge-ს მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.სწორედ ეს გადაწყვეტილება გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „საინფორმაციოცენტრების ქსელები“ სამართალდამრღვევად ცნო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.