17.თებერვალი .2016 11:34

თბილისის მერიაში, ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ის ნაწილის გაერთიანება იგეგმება

views 1092
უკან

თბილისის მერიაში, ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ის ნაწილის გაერთიანება იგეგმება. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ის ნაწილის შერწყმა, საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ხდება.
 
"გასულმა წელმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ უკეთ გაგვეანალიზებინა და შეგვეფასებინა, თუ როგორი მმართველობა სჭირდება ქალაქს. დაგვესახა და შეგვემუშავებინა ის მთავარი პრინციპები და მიდგომა, რაც დედაქალაქის მთავრობას უფრო მეტად ეფექტურს გახდის. მაქსიმალურად უნდა იქნეს შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოხდეს ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია - დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ უფრო ეფექტურად მოხმარდეს თბილისს და თითოეული თბილისელის კეთილდღეობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა