01.აპრილი .2016 19:05

თბილისის მერიასა და ბიზნესს შორის საკონტაქტო პირი, ნოდარ ჭიჭინაძე იქნება

views 1197
უკან

მერიასა და ბიზნესს შორის საკონტაქტო პირი, ნოდარ ჭიჭინაძე იქნება. ჭიჭინაძე ამ ეტაპზე, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. როგორც ნოდარ ჭიჭინაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განმარტავს, მერიაში ეტაპობრივად ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპზე გადასვლა, რაც თბილისის მერიაში შესაბამისი სერვისების მიღებას გაუადვილებს, როგორც ბიზნესს, ასევე მოქალაქეებს.
 
"მერიაში ბიუროკრატიულ ბარიერზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციაა, რომ ინვესტორებს შევთავაზოთ ის სერვისები რაც მერიის სხვადასხვა უწყებებშია გადანაწილებული.

ყველაზე ხშირი შეხება და მომართვიანობა დეველოპერული ბიზნესის მხრიდან გვაქვს. მერიის სამსახურებში სხვადასხვა სერვისებია და ვცდილობთ, რომ უკმაყოფლო არავინ გავუშვათ და მგონი ეს წარმატებით გამოგვდის, - ვგულისხმობ კარგი შუამავლის როლს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა