ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, ფარმაცია, რითეილი და გართობა, კრეატივი - ეს თბილისში ინვესტიციებით დაინტერესებულთათვის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებების ჩამონათვალია, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია "Deloitte საქართველომ" მოამზადა. კვლევაზე დაახლოებით, 160 000 ლარამდე დაიხარჯა.
როგორც BM.GE-ის თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განუცხადა, "Deloitte საქართველომ" დასახელებული პრიორიტეტული სექტორების გასავითარებლად რეკომენდაციები მისცა, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით.
"ამ კვლევის დანიშნულება რამდენიმეა. ასეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც "დიდი ოთხეულის" კომპანიის მიერ არის შედგენილი, არ არსებობდა. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო (რის გამოც, კვლევა მომზადდა). მეორე - "დელოიტმა" მოგვცა გარკვეული რეკომენდაციები იმის მიხედვით, თუ როგორ განავითარეს ეს სექტორები სხვა ქალაქებმა. ჩვენ ახლა დავამუშავებთ ამ რეკომენდაციებს. ამ თვალსაზრისით, გარკვეულწილად, ჩვენი უფლებამოსილება იკვეთება სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან. მაგალითად, კვლევაში ბევრ ადგილას არის ნახსენები საგადასახადო ინიციატივები, რასაც პირდაპირ ჩვენ ვერ შევცვლით და გვექნება ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია, რომ გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაწესდეს და ა.შ.
მაგალითად, ჩვენ როცა ტურიზმზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ ძველი თბილისი გადატვირთულია და გვინდა ახალი მიმართულების განვითარება, ეს შეიძლება იყოს თუნდაც მიწის ნაკვეთის გამოყოფა ერთ ლარად, რომ ინვესტირება გაკეთდეს სხვაგან, კლასტერი განვითარდეს. ასევე, ეს შეიძლება გარკვეული წლებით იყოს საგადასახადო შეღავათები დღგ-ის ან სხვა რაიმე გადასახადის კუთხით. წინასწარ რთულია, რაიმე გითხრათ", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი