მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია "1000 ჯიხურის" პროექტის გაგრძელებას ამ ეტაპზე აღარ გეგმავს

56e8f5aab67fb
ელენე გოგბერაშვილი
16.03.16 09:54
2304
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით თბილისის მერიამ "1000 ჯიხურის" პროექტი 2011 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის მერიის ქოების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ჯიხურის მოსაწყობად საერთო ჯამში იჯარით გაცემულია 430 ადგილი. მათი თქმით, 180 ადგილზე მოიჯარეებმა თბილისსი მერიასთან სხვადასხვა დროს ხელშეკრულება გაწყვიტეს. როგორც სააგენტოში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, ჯიხურებზე მოთხოვნა აღარ არის და მერია მეტი ჯიხურის ლოტის აუქციონზე გატანას ამ ეტაპზე აღარ გეგმავს. "ამ ეტაპზე პროექტის გაგრძელება არ იგეგმება. რაც იყო მოთხოვნა ჯიხურებზე უკვე გავეცით", - აცხადებენ ქონების მართვის სააგენტოში.