01.თებერვალი .2016 18:12

თბილისის მერია ბიუჯეტში ცვლილებებს გეგმავს

views 994
უკან

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად უკვე მუშაობს. როგორც „ბიზნესკონტაქტს“ ლექვინაძემ განუცხადა, ეს არ შეეხება იმ მიმართულებებს, რომლებიც წელს პრიორიტეტულად არის გამოცხადებული.
 
"ჩვენთან ამასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების მომზადება მიმდინარეობს. არის გარკვეული მიმართულებები, საიდანაც შეიძლება, ფინანსური რესურსების გამოთავისუფლება მოხდეს. ეს ადმინისტრაციულ ნაწილს და სუბსიდირების იმ მიმართულებებს ეხება, სადაც გარკვეული რეზერვები შეიძლება, არსებობდეს და არა - ინფრასტრუქტურას, სოციალურ მიმართულებებს, ეკოლოგიასა და განათლებას", - განაცხადა ლექვინაძემ.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მილიონ 893 ათას ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა