12.ივლისი .2019 19:04

“თბილისის განვითარების ფონდი” აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციას გეგმავს

views 676
უკან

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმება, პროექტით გათვალისწინებულია კონსტრუქციის გამაგრება და შენობის სრული რესტავრაცია. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა „საქმიანი დილას” ეთერში განაცხადა, რომ ფონდი მიმდინარე წელს დედაენის ბაღის, 9 მარტის ბაღის, მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის რესტავრაციასაც დაასრულებს.

“2020 წელს აბრეშუმის მუზეუმის რესტავრაცია/რეაბილიტაციას ვგეგმავთ. სარესტავრაციო სამუშაოები ითვალისწინებს როგორც კონსტრუქციის გამაგრებას, ასევე იმ ფენების გამოჩენას და აღდგენას, რომელიც წლების მანძილზე დაკარგული იყო” - განაცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ - თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა