09.მაისი.2016 17:50
ეკონომიკა

თბილისის აეროპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ივნისს დასრულდება

თბილისის აეროპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ივნისს დასრულდება
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა, კონტრაქტორი კომპანიებისგან ანგარიში მოისმინა და თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
 
ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები განსაზღვრულ ვადაში და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ვიცე-პრემიერი გაესაუბრა გერმანული კომპანიის "WIRTGEN"-წარმომადგენლებს. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარებითაც ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მანქანა-დანადგარები, რომელთაც თბილისში იყენებენ, არის თანამედროვე და ანალოგიური ტექნიკით მცირე ხნის წინ განხორციელდა აბუ-დაბიში "ფორმულა-1"-ის ტრასის რეკონსტრუქცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 30 ივნისს უნდა დასრულდეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც აღიჭურვება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას.

ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს "ტავ ჯორჯიასთან" კონტრაქტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მას შემდეგ, რაც მგზავრთნაკადი 1.8 მილიონ მგზავრს მიაღწევდა, "ტავ ჯორჯიას" აღებული ვალდებულებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ტერმინალი უნდა აეშენებინა. მისი ამოქმედების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურებას. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, "ტავ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულებაში კიდევ არის ჩადებული ასეთივე პუნქტი, რომ გარკვეული მგზავრთნაკადის მიღწევის შემთხვევაში, იქნება ვალდებულება, რომ ტერმინალი გაიზარდოს.

თბილისის აეროპორტში სტუმრობის ბოლოს, ვიცე-პრემიერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტს გაეცნო.

გასული კვირის შესრულებული სამუშაოები:

ასაფრენი/დასაფრენი ზოლის (13R კურსით) 560 მეტრიან მონაკვეთზე დასრულდა პირველ ეტაპისთვის განსაზღვრული სარეაბილიტაციო (შემასწორებელი და მეორე ფენის გადაგება) სამუშაოები, რის შემდგომ დამონტაჟდა სანავიგაციო შუქტექნიკა, გაკეთდა მარკირება და ასაფრენ/დასაფრენი ზოლის აღნიშნული მონაკვეთი შევიდა ექსპლუატაციაში;

სამიმოსვლო ბილკზე "ბრავო“ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა, გაკეთდა მარკირება და გაიხსნა.

სამიმოსვლო ბილკის "ჩარლი“ 560 მეტრიან მონაკვეთზე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა, გაკეთდა სათანადო მარკირება და გაიხსნა.

2016 წლის 5 მაისს დაიკეტა ასაფრენ/დასაფრენი ზოლის (31L კურსით) 560 მეტრიანი მონაკვეთი, რის შედეგედაც მოხდა ზღურბლის წანაცვლება და აღნიშნულ მონაკვეთზე დაიწყო შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

20.ივლისი.2019 20:00
140

“ქართულ ღვინოზე შვეიცარიაში მოთხოვნა იზრდება” - გიორგი ალადაშვილი

ვრცლად
20.ივლისი.2019 19:39
539

1,6 მილიონი ლარის ინვესტიცია და ახალი სასტუმროს ხაშმში

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:24
188

"თელავის ღვინის მარანი": "რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია"

ვრცლად
20.ივლისი.2019 17:30
435

„კრისტალის“ დამფუძნებელი საქართველოდან ინვესტიციების გადინების საფრთხეს ხედავს

ვრცლად
20.ივლისი.2019 16:33
268

"ნავთობიმპორტიორთა კავშირი": "საწვავის კომპანიები მიმდინარე ეტაპზე ზარალზეც გადიან"

ვრცლად
20.ივლისი.2019 16:20
164

LSE-ზე "Georgia Capital"-ის ნახევარ მილიონამდე აქცია გასხვისდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად