25.აპრილი .2016 16:26

თბილისი-თელავის გზაზე "ვისოლის" ბენზინმზიდის ავზი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

views 1213
უკან

თბილისიდან თელავის მიმართულებით მოძრავი "ვისოლის" ბენზინმზიდის ავზი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც "ბიზნესკონტაქტის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავტომობილს 17 ტონიანი ავზი მოსძვრა, რის შედეგადაც ადგილზე საწვავის დაღვრა მოხდა.
 
სოფელ ვეჯინში, მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების მანქანები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიას საწვავისგან ასუფთავებენ, რათა ხანძრის საშიშროება არ შეიქმნას.

შემთხვევის გამო, ადგილზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა