13.აგვისტო .2019 18:31

TBC PLC მმართველობის სტრუქტურას ცვლის, ჯგუფში "სარკისებური" სამეთვალყურეო საბჭო იარსებებს

views 304
უკან

დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC PLC-იმ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციის პროექტი წარადგინა. საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკის მმართველობით ორგანოში ცვლილებები განხორციელდება, რომლის შედეგადაც TBC ბანკსა და მის მშობელ კომპანიაში - TBC PLC-ში ე.წ. "სარკისებური" სამეთვალყურეო საბჭო იარსებებს. 

TBC PLC-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წასვლისა და ნიკოლოზ ენუქიძის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, ბორდმა TBC Bank Group PLC-ს ჯგუფში შემავალ კომპანიებში მმართველობის სტრუქტურას გადახედა. საუბარია ე.წ. „სარკისებურ საბჭოზე“, სადაც როგორც TBC ჯგუფის, ასევე TBC ბანკის მართვაში ერთი და იმავე პირები იქნებიან, სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე. 

 
სტრუქტურული ცვლილების შედეგად, TBC PLC-ის თავმჯდომარე, ერთდროულად, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. ჯგუფის უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი კი იმავე თანამდებობას დაიკავებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოშიც. 

შედეგად, ნიკოლოზ ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც იქნება, ნიკოლას დომენიკ ჰააგი სამეთვაყურეო საბჭოში შევა და უფროსი დამოუკიდებელი დირექტორის პოსტს ბანკშიც დაიკავებს, არნე ბერგრენი საბჭოს არააღმასრულებელ დირექტორად შეუერთდა. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ იურკი კოსკელო, რომელიც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, ბანკს დატოვებს.

შესაბამისად, TBC PLC-სა და მის შვილობილ TBC ბანკში ერთი და იმავე თანამდებობებს დაიკავებენ:
  • ნიკოლოზ ენუქიძე - საბჭოს თავმჯდომარე;
  • ნიკოლას დომენიკ ჰააგი - საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;
  • მარია ლუიზა ჩიკონიანი - საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;
  • ცირა კემულარია - საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;
  • არნე ბერგნერი - საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, TBC PLC-იმ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განაცხადა, რომ მის სამეთვალურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი დირექტორის პოსტზე ნიკოლას დომენიკ ჰააგი შეუერთდა. 



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა