მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC ბანკის ეკონომისტი: თუ დაკრედიტების ზრდა 10%-ს ჩამოსცდა, სებ-ი რეგულაციებს ალბათ გადახედავს

5cc078f2f3530
ლევან თაღიაშვილი
24.04.19 20:19
803
TBC ბანკის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკრედიტების ზრდის ტემპს აქტიურად აკვირდება და თუ ზრდა 10%-ს ჩამოცდა, ეროვნული ბანკი მარეგულირებელ ჩარჩოს, დიდი ალბათობით, გადახედავს.

ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

„ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად აკვირდება დაკრედიტების ზრდის ტემპს და თუ საჭირო გახდა, ისინი მზად არიან, გადახედონ მარეგულირებელ ჩარჩოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2019 წელს საბაზო სცენარით დაკრედიტების ზრდის ტემპი იქნება დაახლოებით, 10%-15%-ის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არაიპოთეკური სეხების ზრდის ტემპი უფრო შემცირდება; იპოთეკას რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ 20%-ის ფარგლებში გაიზრდება. რაც შეეხება ბიზნეს დაკრედიტებას, როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელი ძალიან ძლიერი, პიკური წელი იყო ბიზნესის დაკრედიტების კუთხით, ეს გამოწვეული იყო იმ ფაქტორით, რომ 2017 წელს დაიწყო ძლიერი ეკონომიკური ზრდა და როცა იწყება ასეთი ზრდა, შემდეგ ერთგვარი დროითი ჩამორჩენით იწყება პიკური დაკრედიტება, განსაკუთრებით კორპორატიული სექტორი არის, რა თქმა უნდა, მგრძნობიარე ამ ციკლების მიმართ და ამიტომ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით კორპორატიულ სექტორში და მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში ზრდის ტემპი ასევე დაიკლებს, რაც უფრო ნორმალიზებაა ანუ ძალიან მაღალი ზრდის შემდეგ რაც იყო 2017 წელს, ვიდრე ასე ვთქვათ, დაკრედიტების შემცირება. ჯამში, სასესხო პორტფელის 10%-15%-ით ზრდა არის ის მაჩვენებელი, რომელიც იქნება 2019 წელს. ჩვენ ვფიქრობთ, თუ გამოიკვეთა, რომ სესხების ზრდის ტემპი 10%-ზე ნაკლებზე გადის, დიდი ალბათობით მარეგულირებელი ჩარჩო შეიცვლება“, - განაცხადა ნადარაიამ.

ცნობისთვის: დღეს TBC ბანკმა მაკროეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გამართა.